ქუთაისში, 37 საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესის განახლება ერთი კვირით გადაიდო
ქუთაისში, 37 საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესის განახლება ერთი კვირით გადაიდო.
ამის მიზეზი რამდენიმე ბაღის თანამშრომელთა კორონავირუსით დაინფიცირება გახდა.
ქუთაისის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის ინფორმაციით, გადავადების მიზეზი ასევე 11 ბაღში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებია.
„ქუთაისის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 12 ოქტომბერს უნდა დაწყებულიყო. კორონავირუსის დაფიქსირებისა და 11 ბაღში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო, ერთი კვირით გადაიდო. ერთ კვირაში დავაკვირდებით, როგორი ვითარება იქნება, თუმცა იმის გარანტია, რომ სააღმზრდელო პროცესი დაიწყება, არ არსებობს,“- განაცხადა ქუთაისის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა, დავით წიტაიშვილმა.