ქუთაისში, ნიკეას დასახლებაში, 32 წლის ქალი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მე-7 სართულიდან გადმოვარდა, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, მომხდარს წინ უძღოდა ოჯახური კონფლიქტი.
ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.
როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.