ქუთაისში #32 სკოლის 50-მდე თანამშრომელს „კოვიდ-19“-ზე ტესტირება ჩაუტარდა
ქუთაისში #32 სკოლის 50-მდე თანამშრომელს „კოვიდ-19“-ზე ტესტირება ჩაუტარდა.
მათთვის ანალიზის ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც გაირკვა, რომ ერთ-ერთი პედაგოგი, რომელიც თბილისში, ქორწილში იმყოფებოდა, კოვიდინფიცირებული პირის კონტაქტია.
ქუთაისის განათლების რესურსცენტრის ხელმძღვანელის, მაია ცქიტიშვილის ინფორმაციით, სპეციალისტებმა ანალიზები ყველა იმ პირს აუღეს, ვისაც აღნიშნულ პედაგოგთან სამსახურებრივი კონტაქტი ჰქონდა. ანალიზების პასუხები ხვალ დილით გახდება ცნობილი.