ქუთაისში 299 ტესტი ჩატარდა და „კოვიდ-19“ არც ერთ პირს არ დაუდასტურდა
ქუთაისის ლაბორატორიაში გასული 24 საათის გამავლობაში 299 ტესტი ჩატარდა და „კოვიდ-19“ არც ერთ პირს არ დაუდასტურდა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსმა, გოჩა გიორგიძემ განუცხადა. კვლევა იმერეთის რეგიონში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში მოთავსებულ პაციენტებსა და ამავე დაწესებულებების მედპერსონალის ნაწილს ჩაუტარდა.
რაც შეეხება რეგიონის საკარანტინო სივრცეებს, ამ დროისთვის რეგიონის მასშტაბით კარანტინში 73 პირი იმყოფება.