ქუთაისში, 18 ივნისს ბინის აფეთქებისას დაშავებული 33 წლის ქალი გარდაიცვალა
ქუთაისში, 18 ივნისს ბინის აფეთქებისას დაშავებული 33 წლის ქალი გარდაიცვალა.
ქუთაისის დამწვრობის ცენტრის მედპერსონალის ცნობით, მან აფეთქებისას სხეულის 70 პროცენტიანი დამწვრობა ჰქონდა. ექიმების ინფორმაციით, მძიმეა აფეთქებაში ბრალდებული პირის დედის ჯანმრთელობის მდგომარეობაც, რომელიც ამ დრომდე ქუთაისის დამწვრობის ცენტრში რჩება.
ამასთან მიღებული დამწვრობების შედეგად ორი დღის წინ გარდაიცვალა მამაკაცი, რომელიც აფეთქებაში იყო ბრალდებული. ის თბილისში, დამწვრობის ცენტრში იყო გადმოყვანილი.
ასევე თბილისში მკურნალობს აფეთქების შედეგად დაშავებული 10 წლის გოგონა.
აფეთქება ქუთაისში, 18 ივნისს ავტომშენებლის გამზირზე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსში მოხდა, რასაც ხანძარი მოჰყვა. მომხდარის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა.