ქუთაისის ლაბორატორიაში გასული 24 საათის მანძილზე სპეციალისტებმა 176 ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს, „კოვიდ-19“ არც ერთ პირთან არ დადასტურდა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსმა, გოჩა გიორგიძემ განუცხადა.
გიორგიძის ინფორმაციით, კვლევა იმერეთის რეგიონში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში მოთავსებულ პაციენტებს და ამავე დაწესებულებების მედპერსონალის ნაწილს ჩაუტარდა.