წყალტუბოში 17 წლის ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებული თბილისში დააკავეს
წყალტუბოში 17 წლის ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებული თბილისში დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1999 წელს დაბადებული განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

როგორც პირველ არხს შსს-დან აცნობეს, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 2 დეკემბერს წყალტუბოს რაიონის სოფელ ოფშკვითში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დანით გულმკერდის არეში ერთი ჭრილობა მიაყენა 2000 წელს დაბადებულ თ.ბ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

„დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ი.ტ. თბილისში დააკავეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით, რაც 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს)“,- აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.