ქუთაისში გამოკვლეული 17 პაციენტიდან კორონავირუსი არც ერთს დაუდასტურდა
ქუთაისში გამოკვლეული 17 პაციენტიდან კორონავირუსი არც ერთს დაუდასტურდა

ქუთაისის ლაბორატორიაში წუხელ 17 პაციენტის ანალიზი გამოიკვლიეს და ყველა პასუხი უარყოფითია.

საერთო ჯამში, საქართველოში კორონავირუსის დაფიქსირების პირველი შემთხვევიდან ამ დრომდე ქუთაისის ლაბორატორიაში იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონებიდან მიღებული 200 ანალიზია გამოკვლეული და აქედან 196 პასუხი უარყოფითია.

დადებითი პასუხების შემთხვევაში ერთი ანალიზი აღებულია სამეგრელოს მკვიდრ მოქალაქეზე.

მეორე თერჯოლიდან გადმოყვანილ, აჭარის მკვიდრ მოქალაქეზე, მესამე თბილისში მცხოვრებ პიროვნებაზე, რომელსაც საფრანგეთში მოგზაურობის ისტორია აქვს და მეოთხე ქუთაისის მკვიდრზე, რომელსაც საფრანგეთსა და ესპანეთში მოგზაურობის ისტორია აქვს და საქართველოში საკუთარი ავტომანქანით სახმელეთო გზით, სარფიდან შემოვიდა.

ბოლო ორი შემთხვევა ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული.

კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების გამოვლენის გამო, თვითიზოლაციიდან ერთი პირი კლინიკაში გამოკვლევებისთვის გადაიყვანეს, საკარანტინო სივრცეებიდან კი სამედიცინო ცენტრში არც ერთი მოქალაქე არ მოუთავსებიათ.

დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის გოჩა გიორგიძის განცხადებით, იმერეთის რეგიონში ამ დროისთვის თვითიზოლაციაში 403, ხოლო კარანტინში 429 მოქალაქე რჩება.