დარღვევა დაფიქსირდა ქუთაისში, 124-ე საარჩევნო უბანზე, სადაც კომისიის გაწვეული წევრი უბანში იმყოფებოდა.
პირველი არხის ჟურნალისტის ცნობით, მას შემდეგ რაც უბნის თავმჯდომარემ აღმოაჩინა, რომ სპეციალურ სიაში აღნიშნული პიროვნება შეყვანილი არ იყო, მას უბანი დაატოვებინეს.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა კომისიაში დაახლოებით 40 წუთი დაჰყო. როგორც უბნის თავმჯდომარე ნათია ნაცვალაძე პირველ არხთან განმარტავს, პარტიამ მისი წევრები კომისიიდან გაიწვია და მას უბანზე ყოფნის უფლება არ ჰქონდა.
აღნიშნულ ფაქტზე საჩივარი „სამართლიანმა არჩევნებმა“ დაწერა.
თვითმმართველი ქალაქის ქუთაისის და თვითმმართველი თემების ყაზბეგის, ხაშურის, ბორჯომის, ოზურგეთისა და მარტვილის მერების 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურები ტარდება.