ქუთაისსა და მესტიას შორის რეგულარული ავიამიმოსვლა განახლდა
ქუთაისსა და მესტიას შორის რეგულარული ავიამიმოსვლა განახლდა

ქუთაისსა და მესტიას შორის რეგულარული ავიამიმოსვლა განახლდა. ცოტა ხნის წინ, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მესტიის თამარ მეფის სახელობის ადგილობრივი აეროპორტიდან ავიაკომპანია „აკ-ეარის“ კუთვნილი მსუბუქი სამგზავრო საჰაერო ხომალდი L 410-ი დაეშვა.

რეგულარული რეისები კვირაში ერთი სიხშირით შესრულდება.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, მოთხოვნიდან და საჰაერო ხომალდის დატვირთულობიდან გამომდინარე, რეისების რაოდენობა შესაძლოა, ეტაპობრივად გაიზარდოს.

პანდემიის პირობებში, მესტიიდან პირველი ადგილობრივი რეისის მგზავრებს ქუთაისის განახლებული აეროპორტის ახალი გასასვლელი – ე.წ. გეითი მოემსახურა, რომელიც მხოლოდ ადგილობრივი ფრენებისთვის არის განკუთვნილი. პირველი რეისის მგზავრებს, რომელთა უმეტესობა უცხოელები იყვნენ, ტრადიულად საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით, სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ.

„დღეს შევასრულეთ მესტიიდან ქუთაისში რეისი. ეს იყო ჩემ მიერ შესრულებული პირველი ფრენა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში. ამინდში ძალიან გაგვიმართლა. ფრენისას ულამაზესი ხედი გვქონდა მთებზე. ქუთაისი არის დიდი საერთაშორისო აეროპორტი, გაცილებით მარტივი და უსაფრთხოა ჩვენთვის აქ დაშვება. საფრენი პირობები კარგი იყო. მესტიიდან ქუთაისამდე ფრენას დაახლოებით 30 წუთამდე მოვუნდით“, – ავიაკომპანია „აკ-ეარის“ მფრინავმა მარკეტა კოუშალოვამ.