„ქუთაისმა“ ფიბა ევროპის თასზე მეორე მატჩი „ბილბაოსთან“ გამართა #1TVSPORT
„ქუთაისმა“ ფიბა ევროპის თასზე მეორე მატჩი „ბილბაოსთან“ გამართა #1TVSPORT

საკალათბირთო კლუბმა „ქუთაისმა“ ფიბა ევროპის თასზე მეორე მატჩი გამართა. მისი მეტოქე ჯგუფისა და საერთოდ ტურნირის ფავორიტი ესპანური „ბილბაო“ იყო. მასპინძლებმა ესპანელებს პირველ მეოთხედში ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს, თუმცა მეორე მეოთხედიდან ბასკებმა ტემპს უმატეს და საბოლოოდ 57:88  გაიმარჯვეს. შეგახსენებთ იმასაც, რომ ბილბაოელებმა გასულ უქმეებზე ესპანეთის ჩემპიონატში მადრიდის „რეალი“ დაამარცხეს.

ქუთათურებს დიდი დანაკლისი აქვთ, ჰყავთ მხოლოდ ორი ამერიკელი, ხოლო ტრავმის გამო გუნდს ვერ დაეხმარა გამოცდილი აკაკი დვალიშვილი.

მასპინძელთა შორის ორმაგი დუბლი შეასრულა გიორგი კორსანტიამ, მან 17 ქულა და 13 მოხსნა მოაგროვა. 10 ქულა ჰქონდა ბექაურს, ხოლო 9 – სულაბერიძეს. ბასკების რიგებში 18 ქულით ესტონელი კულამაე გამოირჩა, 13 ქულა – აბდულ-რახმანმა, ხოლო 12 ქულა აიდერმა ჩააგდო.

„ქუთაისი“ მომდევნო მატჩს სტუმრად ბულგარეთში „ბალკანთან“ 23 ოქტომბერს გამართავს.