ქუთაისისთვის ახალი ავტობუსების შეძენას სავარაუდოდ „იბიარდი“ დააფინანსებს
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) შესაძლოა, ქუთაისისთვის ახალი ავტობუსების შეძენა დააფინანსოს.
მთავრობის განკარგულების მიხედვით, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტთან ამ მიზნით კონსულტაციები დაიწყება. ქუთაისისთვის ავტობუსების შეძენაზე ინფორმაცია საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მთავრობას უკვე მიაწოდა. ამ ეტაპზე უცნობია, რა თანხაა საჭირო პროექტის განხორციელებისთვის.
შეგახსენებთ, EBRD-ის დაფინანსებით ახალი ავტობუსების შეძენა უკვე მოხდა თბილისსა და ბათუმში.