ქუთაისი (საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას გზის 24-ე კმ-ზე მეწყრული პროცესების გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
ქუთაისი (საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას გზის 24-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, აღნიშნულის მიზეზი მეწყერი გახდა.
„ინტენსიური ნალექების შედეგად განვითარებული მეწყრული პროცესების გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის 24-ე კმ-ზე ჩამოსულია დიდი მოცულობის მიწა-კლდის მასა, რის გამოც გზის აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, – აღნიშნულია საავტომობილო გზების ინფორმაციაში.