ქუთაისის „ტორპედოს" მწვრთნელი - ყველას გათავისებული აქვს, რა მნიშვნელოვანია „ლუდოგორეცთან“ მატჩი საქართველოსთვის
ქუთაისის „ტორპედოს" მწვრთნელი - ყველას გათავისებული აქვს, რა მნიშვნელოვანია „ლუდოგორეცთან“ მატჩი საქართველოსთვის

ყველას გათავისებული აქვს, რა მნიშვნელოვანია „ლუდოგორეცთან“ მატჩი საქართველოსთვის, – ამის შესახებ „ტორპედოს“ მთავარმა მწვრთნელმა, კახა ჩხეტიანმა განაცხადა.

მისი თქმით, თამაშის წინ, გუნდში კარგი განწყობაა.

„ყველას გათავისებული აქვს, ხვალ თუ რა მნიშვნელობის მატჩია ჩვენი ქვეყნისათვის, ჩვენი გუნდისა და თითოეული ჩვენგანისთვის. “ტორპედო” მოედანზე აუცილებლად გავა საბრძოლო განწყობით და გამარჯვებისთვის ბოლო წუთამდე, ბოლო წამამდე იბრძოლებს. ტრავმირებული გიგაური გვყავს, რომელიც საქართველოში დარჩა. დანარჩენი ყველა მწყობრშია და თამაშისთვის ჩვეულ რიტმში ემზადებიან” – განაცხადა ჩხეტიანმა.

ქუთაისის “ტორპედო” ჩარტერული რეისით ბულგარეთის ქალაქ რაზგრადში ჩაფრინდა, სადაც ევროპის ლიგის პლეი-ოფის საპასუხო მატჩში “ლუდოგორეცს” ხუთშაბათს, 30 აგვისტოს შეხვდება. პირველი შეხვედრა თბილისში ბულგარელთა გამარჯვებით (0:1) დასრულდა.

ქუთაისური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა ბულგარეთში 18 ფეხბურთელი წაიყვანა.

მეკარეები: როინ კვასხვაძე, მაქსიმე ქვილითაია;
მცველები: ანრი ჭიჭინაძე, დავით ხურცილავა, ოლექსანდრ აზაცკი, ლევან გეგეჭკორი, გიორგი ქიმაძე, ლაზარ მარინი, მამუკა კობახიძე;
ნახევარმცველები: მათე ცინცაძე, არფანგ დაფე, გიორგი კუხიანიძე, თენგიზ წიქარიძე, გრიგოლ დოლიძე, მარეკ ჰლინკა, ლევან კუტალია;
თავდამსხმელები: თორნიკე კაპანაძე, მილოშ ლაჩნი.

რაზგრად-არენაზე” “ლუდოგორეცისა” და “ტორპედოს” მატჩი 30 აგვისტოს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.