იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია იტალიელ ინვესტორებს შეხვდნენ.
იტალიელი ინვესტორები მერიის მიერ შეთავაზებულ პირობებზე თანხმობას აცხადებენ, მოლაპარაკებები მიმდინარე ტექნიკურ საკითხებზე კვირის ბოლოსთვის დასრულდება, რის შემდეგაც ქუთაისის „ტორპედოს“ ახალი მფლობელი ეყოლება.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულთან შეხვედრაზე მხარეებმა იმ გარანტიებზეც ისაუბრეს, რომლითაც გუნდს უნდა ჰქონდეს სტაბილური დაფინანსება, ფეხბურთელების კონტრაქტები იყოს მყარი და არ დაირღვეს პირობები, რაც წინა შემთხვევაში ხდებოდა.
მთავარი მიზანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და „კრისტლაბეთ ეროვნულ ლიგაში“ ღირსეული გამოსვლა იქნება.