ქუთაისის „ტორპედო“ დანიელ ბარელ ტუეტო ფოტსომ დატოვა – ქართული კლუბის ლეგიონერზე ინფორმაციას „ტრანსფერმარკტი“ ავრცელებს.
კამერუნელი ცენტრალური თავდამსხმელი ქუთაისურ კლუბს 2022 წლის 1 აგვისტოს შეუერთდა – 19 წლის ფოტსოს უთამაშია კამერუნის 17 და 23-წლამდელთა ნაკრებებში, იყო „ატალანტასა“ და „რომას“ ასაკობრივი გუნდების წევრი.
„ტორპედში“ გადმოსვლამდე დანიელ ბარელ ტუეტო ფოტსო ზაგრების „დინამოს“ 19-წლამდელთა გუნდის წევრი იყო, მაგრამ ქუთაისურ კლუბში სათამაშო პრაქტიკა, ფაქტობრივად, არ ჰქონია და იტალიაში დაბრუნდა, სადაც სერია D-ს „აკირეალში“ ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ სეზონის დასრულების შემდეგ „ტორპედო“ კაპიტანმა ვაჟა ტაბატაძემ და ნოდარ ქავთარაძემ დატოვეს.