ქუთაისის სოციალური საცხოვრისის მცხოვრებლები ხელისუფლებას დახმარებას თხოვენ
ქუთაისის სოციალური საცხოვრისის მცხოვრებლები ხელისუფლებას დახმარებას თხოვენ

ქუთაისის სოციალური საცხოვრისის მცხოვრებლები ხელისუფლებას დახმარებას თხოვენ.

სოციალურად დაუცველი მოქალაქეები ქუთაისის მერიაში იმყოფებიან, სადაც მათ მერის მოადგილე იუზა უგულავა ხვდება.

როგორც მოქალაქეები აცხადებენ, შენობაში მძიმე მდგომარეობაა და მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

შეგახსენებთ, რომ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ დადო დასკვნა, რომლის თანახმადაც სოციალური საცხოვრისის მშენებლობა ხარვეზებით განხორციელდა. დასკვნა უკვე გადაეგზავნა სამართლადამცავ ორგანოებს.