საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 259-ე კილომეტრზე (ქუთაისის შემოვლითი გზა) ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
უწყების ცნობით, აღნიშნულ მონაკვეთზე, ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, გუშინ ღამიდან ამ დრომდე მოძრაობა აკრძალული იყო.