ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მერაბ კვირიკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მერაბ კვირიკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
მოსამართლე ბრალდების მხარის მოწმე მალხაზ პაპასკირს კითხავს, რომელიც ავტოავარიის შედეგად ერთ-ერთი დაღუპულის, გიორგი პაპაკირის მამაა.
„მსურს ჩემს შვილიშვილს, რომელიც ობოლია, გავცე პასუხი, თუ რატომ არ ჰყავს მას მშობლები“,- განაცახადა სასამართლო პროცესზე მალხაზ პაპასკირმა.
პროცესს ესწრება ბრალდებული, რომელმაც სხდომის დაწყებამდე კომენტარი არ გააკეთა.
2016 წელს ავტოსაგზაო შემთხვევას მერაბ კვირიკაშვილის მეუღლე, ასევე 26 წლის გიორგი პაპასკირი, მისი მეუღლე ნუცა კალანდარია და მათი მეგობარი ანი ჩხაიძე ემსხვერპლნენ.