ქუთაისის, სამტრედიის, ბაღდათის, ზესფატონის, ტყიბულის, ხონის, ასპინძისა და ოზურგეთის მერები დაჯარიმდნენ
საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ქონებრივი დეკლარაციების შემოწმების შედეგად, რვა ქალაქისა და მუნიციპალიტეტის მერი დაჯარიმდა. ხელფასის 20 პროცენტის ოდენობის ჯარიმის გადახდა დაეკისრათ ქუთაისის მერს, გიორგი ჭიღვარიას, სამტრედიის მერს, ვალერიანე ფოცხვერიას, ბაღდათის მერი არჩილ გოგსაძე, ზესტაფონის მერი კახაბერ მახათაძე, ტყიბულის მერი თემურ ჩუბინიძე, ხონის მერი ლადო ჯურხაძე, ასპინძის მერი როსტომ მაგრაქველიძე და ოზურგეთის მერი კონსტანტინე შარაშენიძე.
დაჯარიმებულთა შორის ასევე არიან თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები მარიკა დარჩია და გიორგი ახვლედიანი, თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე ვახტანგ შაქარიშვილი; ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ციცქიშვილი; ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე; ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვალერი ბახტაძე; წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარე თემურ ღვინჯილია; სენაკის საკრებულოს თავმჯდომარე კახაბერ რუსია; გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე; ყოფილი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი; ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი ვაჟა ჯანყარაშვილი; გზების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გიორგი სეთურიძე.
დაჯარიმებულთა შორის პარლამენტის 59 წევრი და რამდენიმე მოსამართლეა, მათ შორის ლევან მურუსიძე.
საჯარო სამსახურის ბიურომ 2018 წლის განმავლობაში 448 დეკლარაცია შეამოწმა, მათგან 379 უარყოფითად შეფასდა. ერთი დეკლარაცია შემდგომი რეაგირებისთვის სამართალდამცავ ორგანოებში გადაიგზავნა.