ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ მიმართა.
შეხვედრაზე უმაღლესი განათლების მიმართულებით სისტემაში არსებული საჭიროებები და გამოწვევები განიხილეს.
საბჭოს წევრების გარდა, შეხვედრაში მონაწილეობენ საქართველოში არსებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორები.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ვიზიტის ფარგლებში, ასევე გაიმართა პარლამენტის თავმჯდომარის, კახაბერ კუჭავას შეხვედრა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებთან.