ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალი კოვიდინფიცირებულ პაციენტებს აღარ უმკურნალებს
ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალი კოვიდინფიცირებულ პაციენტებს აღარ უმკურნალებს. ჰოსპიტალში მოთავსებული კოვიდინფიცირებული პაციენტი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს და ამ დროისთვის ინფექციურში სამი კოვიდინფიცირებული მკურნალობს.
ჰოსპიტლის დირექტორის, ირაკლი გოგინავას ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებამ კოვიდინფიცირებულების მკურნალობის პროგრამაში მონაწილეობა დაასრულა და სწორედ ეს გახდა პაციენტის ინფექციურში გადაყვანის მიზეზი.
„კვლავ მივიღებთ ცხელების სიმპტომით პაციენტებს და საჭიროების შემთხვევაში, „კოვიდ-19“-ზე ტესტს ჩავუტარებთ. „კოვიდ-19“-ის დადასტურების შემთხვევაში კი პაციენტი სამკურნალოდ ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გადავა“, – განაცხადა გოგინავამ.