ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში ერთი პაციენტის ანალიზის პასუხს ელოდებიან
ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში ლაბორატორიიდან ერთი პაციენტის ანალიზის პასუხს ელოდებიან. მისი ბიოლოგიური ნიმუში უკვე გაგზავნილია ლაბორატორიაში.
კლინიკაში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით კვლავ ერთი პაციენტია რჩება. ჰოსპიტლის დირექტორის, ირაკლი გოგინავას ინფორმაციით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.