ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში ახალი კორონავირუსის დიაგნოზით ერთი პაციენტი მკურნალობს
ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით მოთავსებული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, უტარდება შესაბამისი მკურნალობა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს რეფერალური ჰოსპიტლის დირექტორმა, ირაკლი გოგინავამ განუცხადა.
გოგინავას ინფორმაციით, სტაციონარში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით ახალი პაციენტები არ მიუღიათ.