ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი 14 ოქტომბერს, 16:00 საათზე 52-ე თეატრალურ სეზონს ხსნის.
კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი ვითარებისა და დაწესებული რეგულაციების შესაბამისად, სეზონი გაიხსნება არა სპექტაკლით, არამედ ერთგანყოფილებიანი კონცერტით, რომელიც ლადო მესხიშვილის თეატრის ეზოში, ღია ცის ქვეშ ე.წ. „მწვანე თეატრში“ გაიმართება.
კონცერტში მონაწილეობენ სოლისტები: ნაირა კიკოლიაშვილი, ფერიდე ჯინჯიხაძე, მარიკა მაჩიტიძე, სოფიო ბერიშვილი, ირმა შავგულიძე, ნათია მელქაძე, რამაზ კუბლაშვილი, არმაზ დარაშვილი, კალისტრატე ხარჩილავა, ბაკურ კვირიკაშვილი, ბადრი სახამბერიძე, ბადრი ადამია, ლაშა თითბერიძე, მიხეილ ქებაძე, ემილ ჩარგაზია, თეატრის გუნდი (მთავარი ქორმაისტერი ნათია გოგუაძე) და ორკესტრი.
კონცერტს, რომლის პროგრამაში მხოლოდ ქართული საოპერო მუსიკაა, თეატრის მთავარი დირიჟორი რევაზ ჯავახიშვილი წარუძღვება.
თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია ირინე ლომინაძე.