ქუთაისის მერობის კანდიდატმა, ხატია დეკანოიძემ ამომრჩეველს ქუთაისის ვიცე-მერობის კანდიდატები წარუდგინა
ქუთაისის მერობის კანდიდატმა, ხატია დეკანოიძემ ამომრჩეველს ქუთაისის ვიცე-მერობის კანდიდატები წარუდგინა

ქუთაისის მერობის კანდიდატმა, ხატია დეკანოიძემ ამომრჩეველს ქუთაისის ვიცე-მერობის კანდიდატები წარუდგინა.  გამარჯვების შემთხვევაში მერის მოადგილის თანამდებობებს ანა ნაცვლიშვილი, იმედა კლდიაშვილი, რევაზ ჩომახიძე და თემურ ცამციშვილი დაიკავებენ.

შეხვედრაზე ამომრჩეველს სიტყვით „ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის მერობის კანდიდატმა, ხატია დეკანოიძემ მიმართა და ქალაქის განვითარების გეგმა წარადგინა.

დეკანოიძის თქმით, ქუთაისი ევროპული ქალაქია, რომელიც იმსახურებს განვითარებას.

„მე ვიქნები სიტყვა, საქმე და ხმა თითოეული ქუთაისელის. ჩვენ ქუთაისს დავუბრუნებთ საპარლამენტო დედაქალაქის სტატუსს. გამარჯვების შემთხვევაში ბავშვების კვება სკოლაში იქნება უფასო, აღარ იქნება ყოველდღიური საზრუნავი მშობელს. ასევე, ქუთაისი იქნება პირველი ქალაქი, სადაც იქნება არჩეული შერიფი, ქუთაისს ექნება ყველაზე გამჭვირვალე ბიუჯეტი. ქუთაისი იქნება რეგიონალური კულტურის ცენტრი“, – განაცხადა დეკანოიძემ.