ქუთაისის მერის ინფორმაციით, კომპანიას, რომელმაც თეთრი ხიდის რეაბილიტაცია არ დაასრულა, 190 ათასამდე ლარი დაუქვითეს
ქუთაისის მერის, გიორგი ჭიღვარიას ინფორმაციით, კომპანიას, რომელმაც ქუთაისში, თეთრი ხიდის რეაბილიტაცია არ დაასრულა, 190 ათასამდე ლარი დაუქვითეს.
როგორც ჟურნალისტებს ჭიღვარიამ განუცხადა, თეთრი ხიდის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა, თუმცა კომპანია უპასუხისმგებლო აღმოჩნდა, რომელმაც ხიდის რეაბილიტაცია არ დაასრულა.
„კომპანია დაახლოებით 200 ათასი ლარით დაჯარიმებული გვყავს. მას 190 ათას ლარამდე თანხა დავუკავეთ, ხელშეკრულება გავწყვიტეთ, სარჩელი სასამართლოში შევიტანეთ და ხიდს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს შევასწავლინებთ, რომლის დასკვნის შემდეგ ხელახალ ტენდერს გამოვაცხადებთ”, – განაცხადა ჭიღვარიამ.