ქუთაისის მერიის შენობის წინ, სადაც ოპოზიციის მხარდამჭერები აქტვისტები აქციას მართავენ, დაპირისპირებაა.
აქციის მონაწილეები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს უმოქმედობაში და კორუფციულ გარიგებებში ადანაშაულებენ.
ისინი ქუთაისის მერს, იოსებ ხახალეიშვილს მოუწოდებენ, ჩამოვიდეს კაბინეტიდან და მათ ესაუბროს.
აქციის მონაწილეებმა მერიის შენობაში შეჭრა სცადეს, თუმცა სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს, რასაც მოგყვა დაპირისპირება.
შსს-ს ინფორმაციით, აქციაზე ადმინისტრაციული წესით ექვსი პირი დააკავეს.