ქუთაისის მეორე საჯარო სკოლაში ჭერიდან ბათქაშის ნაწილი ჩამოინგრა
ქუთაისის მეორე საჯარო სკოლაში ჭერიდან ბათქაშის ნაწილი ჩამოინგრა

ქუთაისის მეორე საჯარო სკოლაში ჭერიდან ბათქაშის ნაწილი ჩამოინგრა. შემთხვევის დროს შენობაში არავინ იმყოფებოდა.

ჭერიდან ბათქაშის ნაწილის ჩამოშლის შედეგად არავინ დაშავებულა.

ნგრევის გამომწვევი მიზეზები ამ დროისთვის უცნობია. სკოლას რეაბილიტაცია ერთი წლის წინ ჩაუტარდა.