ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის დიმიტრი მხეიძის კაბინეტის კარზე ბოქლომის დადების მცდელობას ხმაური მოჰყვა
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის დიმიტრი მხეიძის კაბინეტის კარზე ბოქლომის დადების მცდელობას ხმაური მოჰყვა

ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის დიმიტრი მხეიძის კაბინეტის კარზე ბოქლომის დადების მცდელობას ხმაური მოჰყვა.

„ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრებმა კარის ბოქლომის დადება სურდათ, თუმცა სამართალდამცველებმა ამის საშუალება არ მისცეს.

ოპოზიციონერების განცხადებით, კარებს სხვა დროს მშვიდ ვითარებაში დაადებენ ბოქლომს.

ამასთან, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა „ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს დეპუტატების კაბინეტთან დღეს ცოცხები მიუტანეს, რომელზეც გიგა ბოკერიას, მიხეილ სააკაშვილის, ელენე ხოშტარიას და გრიგოლ ვაშაძის ფოტოებია მიმაგრებული.