ქუთაისის ლაბორატორიაში სპეციალისტებმა 372 ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს, ყველა პასუხი უარყოფითია
ქუთაისის ლაბორატორიაში სპეციალისტებმა 372 ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს და ყველა პასუხი უარყოფითია, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსმა გოჩა გიორგაძემ განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, კვლევა იმერეთის რეგიონში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში მოთავსებულ პაციენტებს და კარანტინებიდან გამსვლელ პირებს ჩაუტარდათ.