ქუთაისის ლაბორატორიაში სპეციალისტებმა 244 ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს და კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა
ქუთაისის ლაბორატორიაში სპეციალისტებმა 244 ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს და კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსმა, გოჩა გიორგიძემ განუცხადა.
გიორგიძის ინფორმაციით, კვლევა სატვირთო ავტომობილების მძღოლებს, იმერეთის რეგიონში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში მოთავსებულ პაციენტებს და მედპერსონალის ნაწილს ჩაუტარდათ, კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა.
ამასთან, გუშინ საირმის საკარანტინო სივრცეში 132 პირი შეიყვანეს და ამ დროისთვის იმერეთის რეგიონში კარანტინში 140 პირი იმყოფება.