ქუთაისის ლაბორატორიაში სპეციალისტებმა 213 ნიმუში გამოიკვლიეს, კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა
ქუთაისის ლაბორატორიაში სპეციალისტებმა 213 ნიმუში გამოიკვლიეს, კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა

ქუთაისის ლაბორატორიაში სპეციალისტებმა 213 ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს და კორონავირუსი არც ერთ პირთან არ დადასტურდა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსმა, გოჩა გიორგიძემ განუცხადა.

გიორგიძის ინფორმაციით, კვლევა სატვირთო ავტომობილების მძღოლებს, იმერეთის რეგიონში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში მოთავსებულ პაციენტებს და გეგმურად მედპერსონალს ჩაუტარდა და „კოვიდ-19“ არც ერთს არ დაუდასტურდა.

ამ დროისთვის იმერეთის რეგიონში არსებულ კარანტინებში 144 პირი იმყოფება.