ქუთაისის ლაბორატორიაში სპეციალისტებმა 182 ანალიზი გამოიკვლიეს და ყველა პასუხი უარყოფითია
ქუთაისის ლაბორატორიაში სპეციალისტებმა 182 ანალიზი გამოიკვლიეს და ყველა პასუხი უარყოფითია, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსმა, გოჩა გიორგიძემ განუცხადა.
გიორგიძის ინფორმაციით, ბიოლოგიური ანალიზები იმერეთის რეგიონისა და ასევე ამბროლაურის სამედიცინო დაწესებულებებში მოთავსებულ პაციენტებსა და მედპერსონალისგან იყო აღებული. „კოვიდ-19“ არც ერთს არ დაუდასტურდა.
იმერეთის რეგიონში არსებულ საკარანტინო სივრცეებში ამ დროისთვის 207 მოქალაქე იმყოფება.
ამ დრომდე ქუთაისის ლაბორატორიამ 5 261 ანალიზი გამოიკვლია და მათ შორის 28 დადასტურებული შემთხვევა იყო.