ქუთაისის ლაბორატორიაში კორონავირუსზე 637 ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს, ყველა პასუხი უარყოფითია
ქუთაისის ლაბორატორიაში გასული 24 საათის განმავლობაში სპეციალისტებმა 637 ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს და „კოვიდ-19“ არც ერთ პირს არ დაუდასტურდა. ინფორმაცია ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსმა, გოჩა გიორგიძემ მიაწოდა.
გიორგიძის ინფორმაციით, კვლევა იმერეთის რეგიონში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში მოთავსებულ პაციენტებს, მედპერსონალს, კარანტინიდან გამსვლელ პირებს და სხვა სამიზნე ჯგუფებს ჩაუტარდათ.