ქუთაისის ლაბორატორიაში კორონავირუსზე 195 ანალიზი ჩატარდა და ყველა პასუხი უარყოფითია
ქუთაისის ლაბორატორიაში კორონავირუსზე 195 პირის ანალიზები გამოიკვლიეს და ყველაზე პასუხი უარყოფითია, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსმა, გოჩა გიორგიძემ განუცხადა.
გიორგიძის ინფორმაციით, ანალიზებს შორის იმერეთის რეგიონის სამედიცინო დაწესებულებებში მოთავსებული პაციენტების, ასევე ზესტაფონის სამედიცინო დაწესებულებების მედპერსონალისა და ძევრის შშმ პირთა პანსიონატის ბინადრების ბიოლოგიური ნიმუშები იყო. „კოვიდ-19“ არც ერთს არ დაუდასტურდა.
ამ დროისთვის, იმერეთის რეგიონში არსებულ საკარანტინო სივრცეებში 258 ადამიანი იმყოფება.