ქუთაისის ლაბორატორიაში გასულ 24 საათში 572 ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს, „კოვიდ-19“ არც ერთს არ დაუდასტურდა
ქუთაისის ლაბორატორიაში გასული 24 საათის განმავლობაში სპეციალისტებმა 572 ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს და „კოვიდ-19“ არც ერთ პირს არ დაუდასტურდა.
დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის გოჩა გიორგიძის ინფორმაციით, კვლევა იმერეთის რეგიონში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში მოთავსებულ პაციენტებს და სხვა სამიზნე ჯგუფებს ჩაუტარდათ.