ქუთაისის ლაბორატორიაში გასულ 24 საათში 228 ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს, „კოვიდ-19“ არც ერთს არ დაუდასტურდა
ქუთაისის ლაბორატორიაში გასულ 24 საათში 228 ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს, „კოვიდ-19“ არც ერთს არ დაუდასტურდა

ქუთაისის ლაბორატორიაში გასული 24 საათის განმავლობაში სპეციალისტებმა 228 ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს და „კოვიდ-19“ არც ერთს არ დაუდასტურდა.

როგორც საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსმა, გოჩა გიორგიძემ განუცხადა, კვლევა იმერეთის რეგიონში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში მოთავსებულ პაციენტებს და სხვა სამიზნე ჯგუფებს ჩაუტარდათ.