ქუთაისის ლაბორატორიაში გამოკვლეული 567 პირიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა
ქუთაისის ლაბორატორიაში გამოკვლეული 567 პირიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა

ქუთაისის ლაბორატორიაში გასული 24 საათის განმავლობაში სპეციალისტებმა 567 ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს. „კოვიდ-19“ არც ერთ პირს არ დაუდასტურდა.

ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსმა გოჩა გიორგიძემ განუცხადა.

გიორგიძის ინფორმაციით, კვლევა იმერეთის რეგიონში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში მოთავსებულ პაციენტებს, მედპერსონალს, საკარანტინო სივრცეებიდან გამსვლელ პირებს და სხვა სამიზნე ჯგუფებს ჩაუტარდათ.