ქუთაისის ლაბორატორიაში გამოკვლეული 294 პირიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა
ქუთაისის ლაბორატორიაში სპეციალისტებმა 294 პაციენტის ანალიზი გამოიკვლიეს და ყველა პასუხი უარყოფითია, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსმა, გოჩა გიორგიძემ განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, გამოკვლეულ პირთა შორის იყვნენ სამედიცინო პერსონალიც.
„ანალიზებს შორის იმერეთის რეგიონში არსებული სამედიცინო დაწესებულებებში მოთავსებული პაციენტების, იმერეთსა და რაჭაში არსებული სამედიცინო დაწესებულებების მედპერსონალის, ასევე კარანტინიდან გამსვლელ პირთა ბიოლოგიური ნიმუშები იყო. „კოვიდ-19“ არც ერთთან არ დადასტურდა“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსმა, გოჩა გიორგიძემ.