ქუთაისის ლაბორატორიაში გამოკვლეული 218 სინჯიდან კორონავირუსი არც ერთთან არ დადასტურდა
ქუთაისის ლაბორატორიაში 218 სინჯი გამოიკვლიეს და ყველა პასუხი უარყოფითია, მათ ახალი კორონავირუსი არ დაუდასტურდათ, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსმა, გოჩა გიორგიძემ განუცხადა.
ამასთან, გიორგიძის ინფორმაციით, ორი დადებითი პასუხი აჩვენა ანტისხეულებზე კვლევამ. ორივე სოფელ ღვანკითის მცხოვრებია.
ე.წ. თერჯოლის კლასტერიდან ამ დრომდე ახალი კორონავირუსი 12 ადამიანს აქვს დადასტურებული.