ქუთაისის ლაბორატორიაში გამოკვლეული 158 პირიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა
ქუთაისის ლაბორატორიაში სპეციალისტებმა 158 ანალიზი გამოიკვლიეს და ყველა პასუხი უარყოფითია, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსმა, გოჩა გიორგიძემ განუცხადა.
გოჩა გიორგიძის ინფორმაციით, ანალიზები იმერეთის რეგიონის სამედიცინო დაწესებულებებიდან, საკარანტინო სივრცეებიდან და ბავშვთა საოჯახო ტიპის სახლებიდან იყო.