ქუთაისის ლაბორატორიაში გამოკვლეული 134 ანალიზის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია
ქუთაისის ლაბორატორიაში დღის განმავლობაში სპეციალისტებმა კორონავირუსზე 134 ანალიზი გამოიკვლიეს და ყველა პასუხი უარყოფითია, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსმა, გოჩა გიორგიძემ განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, ანალიზები იმერეთის რეგიონის სამედიცინო დაწესებულებებიდან და საკარანტინო სივრცეებიდან იყო.
იმერეთის რეგიონში არსებული საკარანტინო სივრცეები 44-მა პირმა დატოვა და დარჩა 211 მოქალაქე.