ქუთაისის ლაბორატორიაში გამოკვლეულ 712 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ქუთაისის ლაბორატორიაში გამოკვლეულ 712 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ქუთაისის ლაბორატორიაში გასული 24 საათის განმავლობაში 712 პირის ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს და „კოვიდ-19“ არც ერთს არ დაუდასტურდა.

ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსმა, გოჩა გიორგიძემ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, კვლევა იმერეთის რეგიონში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში მოთავსებულ პაციენტებსა და სხვა სამიზნე ჯგუფებს ჩაუტარდათ.