ქუთაისის ლაბორატორიაში გამოკვლეულ 245 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ქუთაისის ლაბორატორიაში გამოკვლეულ 245 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ქუთაისის ლაბორატორიაში კორონავირუსზე 245 ტესტი ჩატარდა და არც ერთ პირს „კოვიდ-19“ არ დადასტურდა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსმა, გოჩა გიორგიძემ განუცხადა.

კვლევა იმერეთის რეგიონში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში მოთავსებულ პაციენტებსა და კარანტინებიდან გამსვლელ პირებს, ასევე გეგმურად, მედპერსონალის ნაწილს ჩაუტარდა.

გიორგიძის ინფორმაციით, იმერეთის რეგიონში არსებულ საკარანტინო სივრცეებში ამ დროისთვის
141 პირი იმყოფება.

დღეს იგეგმება საირმის საკარანტინო სივრცეში მყოფი პირების ტესტირება, რომლებმაც კარანტინი 30 მაისს უნდა დატოვონ.