ქუთაისის ლაბორატორიაში გამოკვლეულ 200-მდე პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ქუთაისის ლაბორატორიაში გასული 24 საათის განმავლობაში სპეციალისტებმა 200 ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს და „კოვიდ 19“ არც ერთ პირთან არ დადასტურდა, – ამის შესახებ საქართველოს არხს დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსმა, გოჩა გიორგიძემ განუცხადა.
გიორგიძის ინფორმაციით, კვლევა სატვირთო ავტომობილების მძღოლებს, იმერეთის რეგიონში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში ცხელების სიმპტომით მოთავსებულ პაციენტებს და გეგმურად მედპერსონალის ნაწილს ჩაუტარდა. შედეგად, „კოვიდ 19“ არც ერთ შემთხვევაში არ დადასტურდა.