ქუთაისის ლაბორატორიაში გამოკვეულ 223 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ქუთაისის ლაბორატორიაში გამოკვეულ 223 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ქუთაისის ლაბორატორიაში კორონავირუსზე 223 ტესტი ჩატარდა და ყველა პასუხი უარყოფითია, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსმა, გოჩა გიორგიძემ განუცხადა.

კვლევა იმერეთის რეგიონში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში მოთავსებულ პაციენტებსა და კარანტინიდან გამსვლელ პირებს ჩაუტარდათ.

იმერეთის რეგიონში არსებულ საკარანტინო სივრცეებში ამ დროისთვის 141 პირი იმყოფება.