ქუთაისის ლაბორატორიაში დღეს გამოკვლეული 109 პირიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა
ქუთაისის ლაბორატორიაში სპეციალისტებმა დღის განმავლობაში 109 ანალიზი გამოიკვლიეს და ყველა პასუხი უარყოფითია, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსმა, გოჩა გიორგიძემ განუცხადა.
გიორგიძის ინფორმაციით, კვლევა იმერეთის რეგიონში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში მოთავსებულ პაციენტებს, სამედიცინო დაწესებულებების მედპერსონალს და საკარანტინო სივრცეებიდან გამსვლელ პირებს ჩაუტარდათ. „კოვიდ 19“ არც ერთს არ დაუდასტურდა.
იმერეთის რეგიონში არსებულ საკარანტინო სივრცეებში ამ დროისთვის 203 პირი იმყოფება.