ქუთაისის ლაბორატორიაში ახალ კორონავირუსზე 279 პირის სინჯი გამოიკვლიეს, „კოვიდ-19“ არც ერთს არ დაუდასტურდა
ქუთაისის ლაბორატორიაში სპეციალისტებმა ახალ კორონავირუსზე 279 პირის სინჯი გამოიკვლიეს და ყველა პასუხი უარყოფითია, მათ „კოვიდ-19“არ დაუდასტურდათ, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსმა, გოჩა გიორგიძემ განუცხადა.
გიორგიძის ინფორმაციით, კვლევა იმერეთის რეგიონში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში მოთავსებულ პაციენტებსა და კარანტინის ზონებიდან გამსვლელ პირებს ჩაუტარდათ.
იმერეთის რეგიონში არსებული კარანტინის სივრცეებიდან 106 ადამიანი გავიდა და ამ დროისთვის 237 პირი რჩება.