ქუთაისის ლაბორატორიაში 76 პირის ნიმუში გამოიკვლიეს, ყველა პასუხი უარყოფითია
დღის განმავლობაში ქუთაისის ლაბორატორიაში სპეციალისტებმა 76 პირის ნიმუში გამოიკვლიეს და ყველა პასუხი უარყოფითია, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსმა, გოჩა გიორგიძემ განუცხადა.
საკვლევი ნიმუშები იმერეთის რეგიონის სამედიცინო დაწესებულებებიდან იყო.
ამასთან, იმერეთის რეგიონში არსებული საკარანტინო სივრცეებიდან დღეს 120 პირი გავიდა და ამჟამად კარანტინში 255 პირი იმყოფება.